logo_geo
არჩილ გამზარდია: „ქართული ოცნება“ აპამპულებს „ნაციონალურ მოძრაობას“
- +

30 ნოემბერი. 2016. 13:42


 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ „პრაიმტაიმთან" „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული პარტია პარლამენტში ვერც კრიტიკულ და ვერც ოპოზიციურ განწყობებს ვერ გამოხატავს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ახერხებს იმას, რომ კრიტიკული განწყობის მიუხედავად ადამიანები მაინც „ქართულ ოცნებას"  უჭერენ მხარს და დასძენს, რომ ეს „ნაციონალების", როგორც ოპოზიციური ძალის, სერიოზული არაკვალიფიციური და უხარისხო მუშაობის შედეგია.


 

„ნაციონალური მოძრაობა" არაფერს არ ფლობს. ჩვენ იძულებულები ვართ, ვუყუროთ „ნაციონალურ მოძრაობას" და „პატრიოტთა ალიანსს" იმ კუთხით, რომ მათ უნდა გააჟღერონ კრიტიკული შეხედულებები. მათ უნდა მოახერხონ მთავარი ოპონირების სისტემის შექმნა ხელისუფლებასთან, მაგრამ კვლავ საქმე გვაქვს მტრობასთან, ეს არის პიროვნული ღვარძლით გაჯერებული მტრობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" გამოხატავს, რომელიც დღემდე ვერ ურიგდება იმ მოცემულობას, რომელიც აქვს და გამწარებული და გაცეცხლებული ელაპარაკება ხელისუფლებას. მერე გამოვა კვირიკაშვილი მშვიდი ფორმით, მიუთითებს ვიღაცას ეთიკისკენ და ნამდვილად, კვირიკაშვილის მიმართ უფრო მეტი სიმპათია გვიჩნდება თითოეულ ჩვენგანს, მაშინ, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ კვირიკაშვილის მიმართ კრიტიკა იქნებოდა ადეკვატური. „ნაციონალური მოძრაობა" ვერც კრიტიკულ და ვერც ოპოზიციურ განწყობებს ვერ გამოხატავს. „ქართული ოცნება" აპამპულებს „ნაციონალურ მოძრაობას" და არა პირიქით.

 

საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხვდება იმ საზომში, რომელიც მეტ-ნაკლებად ოპოზიციური ან კრიტიკულია. კრიტიკულად განწყობილი ადამიანების სოლიდარობასაც კი ვერ პოულობს „ნაციონალური მოძრაობა". პირიქით, როგორც კი რაღაც საკითხზე „ქართული ოცნების" მიმართ შესაძლებელი კრიტიკული მოსაზრებები გაუჩნდეს მოსახლეობის ნაწილს, როგორც კი გამოვა „ნაციონალური მოძრაობა" და მოახდენს რეაგირებას, ის მოსახლეობა, კრიტიკულად განწყობის მიუხედავად, ისევ „ქართული ოცნების" მხარდამჭერის როლში გამოდის, რაც „ნაციონალური მოძრაობის", როგორც ოპოზიციური ძალის, სერიოზული არაკვალიფიციური და უხარისხო მუშაობის შედეგია", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი