logo_geo
ლია კრიალაშვილი: გიას მკლელობიდან მეორე დღეს პრემიები დაარიგეს - ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა უნდათ?!
- +

1 ივნისი. 2017. 17:58


 

„პროკურატურა დღემდე დაზეპირებულივით ერთსა და იმავეს იმეორებს", - აცხადებს გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი „ასავალ-დასავალსთან" ინტერვიუში.


როგორც კრიალაშვილი აღნიშნავს, მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილმა გია კრიალაშვილის მკლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, ელოდება სამართალდამცავი უწყებებიდან ზარს.


„რაც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა - კრიალაშვილის გვამი სკამზე მიაბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტესო, დედაჩემი სამართალდამცავი უწყებებიდან ყოველდღე ელოდება ზარს, თუკი კარზე უცნობმა დააკაკუნა, პირველი იმას კითხულობს, პროკურატურიდან წერილი ხომ არ მოუტანიათო? მის საცოდაობას ვეღარ ვუძლებ, ვხედავ, რომ უკანასკნელი ოცნება - შვილის მკვლელები დაისაჯონ, ჩემს თვალწინ იფერფლება და ვერაფერს ვახერხებ.

 

პროკურატურა დღემდე დაზეპირებულივით ერთსა და იმავეს იმეორებს - საკმარისი მტკიცებულებები არ არისო! ჯერ იყო და, სააკაშვილი ამბობდა - კრიალაშვილი მიწიდან ამოთხარეთო, მერე მერაბიშვილმა კამერების თვალწინ ორი გვამი მოითხოვა, გიას მკლელობიდან მეორე დღეს კი პრემიები დაარიგეს. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა უნდათ?!" - აცხადებს ლია კრიალაშვილი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი