logo_geo
მამა იერონიმე: ერთადერთი გამოსავალი ჩვენს ნამდვილ იმედში, კათოლიკოს-პატრიარქშია...
- +

2 ივნისი. 2017. 16:32




„დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" მამა იერონიმემ (ქათამაძე) საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემებთან გამკალავება მხოლოდ პატრიარქს შეუძლია.


„ამ პრობლემებიდან უპირველესი გამოსავალი არის ჩვენს ერთადერთ და ნამდვილ იმედში, კათოლიკოს-პატრიარქში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველა ამ პრობლემას თავად მიხედავს, მოაგვარებს და პროცესების გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს. საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგანაც მოგეხსენებათ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და, შესაბამისად, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ამ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა დაპირისპირებული მხარეების ერთად დასხდომა და არგუმენტირებული საუბარი", - აცხადებს მამა იერონიმე.


როგორც ცნობილია, სინოდი მეუფე პეტრესთვის სტატუსის ჩამორთმევას აპირებს, ამ საკითხს მამა იერონიმეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი მას რაიმე დარღვევა აღმოაჩნდება, მსგავსი ქმედება მისაღებია.


„ზოგადად, მე არ გახლავართ კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თუმცაღა, თუკი მეუფე პეტრეს აღმოაჩნდება რაიმე დარღვევა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის წმინდა მამების მიერ დადგენილ კანონებთან, სინოდის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება შეიძლება. თუმცა, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, წინააღმდეგ შემთვევაში იქნება მიკერძოებული აზრი და გადაწყვეტილება", - განაცხადა მამა იერონიმემ.


 

big_banner
არქივი