logo_geo
მამა იერონიმე: ე.წ. „ციანიდის საქმემ“ ათონის მთაზეც არასწორად მოაღწია...
- +

2 ივნისი. 2017. 17:24



მამა იერონიმე ქათამაძემ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათონის მთაზეც ინფორმაციამ არასწორად მიაღწია და ყველამ მიიჩნია, რომ იგეგმებოდა ილია მეორის მკვლელობა.


შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკლელობა იგეგმებოდა.


„ათონის წმინდა მთაზე გახლდით, როდესაც „ციანიდის საქმის" შესახებ შევიტყვე.  რამდენიმე სასულიერო პირი, ადგილობრივი მონასტრის ბერები, საძმოს წევრები მოვიდნენ და მითხრეს, რომ საქართველოდან მიმავალი მღვდელი გერმანიაში აპირებდა ციანიდის გადატანას და შემგომ ამით პატრიარქის ლიკვიდაციას. ეს ამბავი მე ბერძენი ბერებისგან შევიტყვე, ისინი იყვნენ აღშოფეთებულნი.

 

ამ ინფორმაციამ მსოფლიოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ათონის მთაზეც არასწორად მოაღწია. ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა იქადაგა და თავის ქართველ ბერებს სულიერი მამის გადარჩენაც კი მიულოცა. თუმცაღა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მსოფლიო საპატრიარქოს და ათონის წმინდა მთის წმინდა კინოტს „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით, ვერ გეტყვით", - აღნიშნა მამა იერონიმემ.  



 

big_banner
არქივი