logo_geo
თემო გვალია: ძალიან განვიცადე ეს ამბავი...
- +

4 ივნისი. 2017. 16:26



„სანამ ჩემი სახლი მქონდა, არაჩვეულებრივი ძაღლი - ბობო მყავდა", - ამის შესახებ მსახიობმა თემო გვალიამ „ასავალ-დასავალთან" განაცხადა და საკუთარ ცხოველებზე ისაუბრა.


ამჟამად მას სახლში თუთიყუში კუკა-კუკუშა ჰყავს. მისი თქმით, რადგანაც ამ ეტაპზე ის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ძაღლის ყოლის უფლებას საკუთარ თავს ვერ აძლევს, თუმცა, ჰყავდა არაჩვეულებრივი ძაღლი - ბობო.


„ნაქირავებში ვცხოვრობ, ამიტომ სხვის ბინაში ძაღლს ყოლის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. სანამ ჩემი სახლი მქონდა, არაჩვეულებრივი ძაღლი - ბობო მყავდა. როცა პატიმარი ვიყავი, ჩემი შვილი უვლიდა. როცა გარეთ გამოვედი და ერთმანეთს შევხვდით, ვერ აღგიწერთ მის სიხარულს. ეს ცალკე საუბრის თემაა. სამწუხაროდ, იმ რეჟიმის დროს, როცა სახლი დავკარგე, ჩემი ძაღლი სიძეს მივეცი. კახეთში წაიყვანეს. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე გავიგე, რომ ბობოსთვის უსვრიათ და მოუკლავთ. ძალიან განვიცადე ეს ამბავი", - ამბობს თემო გვალია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი