logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა ელისო კილაძეზე: „წინასწარმეტყველი“ ელისაბედი „პლასტინკას“ ცვლის და...
- +

7 ივნისი. 2017. 17:32


 

„როცა „ქრონიკა+"-მა ირაკლი ღარიბაშვილზე და ე. წ. კახურ კლანზე მასირებული შეტევა დაიწყო, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო „ზემოდან", პირველი მოქალაქისგან დაგეგმილი შეტევა, თუმცა, როგორც საქმეში კარგად ჩახედული პირები ამბობენ, ამ ამბავთან ბიძინა ივანიშვილს არანაირი შეხება არ ჰქონდა და სინამდვილეში ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართულ  ამ „სპეცოპერაციას" ერთი გავლენიანი ჯგუფი აფინანსებდა, რომელსაც თავისი ფავორიტით სურდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის ჩანაცვლება", - ამის შესახებ „საერთო გაზეთის" მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა სტატიაში - „ციანიდი ქართული ჟურნალისტიკისთვის, ანუ ვის და რას ემსახურება ელისო კილაძე და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტი?" წერს.

 

„მართალია, ღარიბაშვილი გადადგა, მაგრამ ჯგუფის მიერ დასახული მიზანი მაინც ვერ განხორციელდა - პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სულ სხვა პიროვნება დაინიშნა.

 

ამის შემდეგ „წინასწარმეტყველი" ელისაბედი „პლასტინკას" ცვლის და ინტენსიურად იწყებს საუბარს  იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ყიდის და საქართველოდან მიდის.

 

ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიტიკურ წრეებზე, საზოგადოებაზე, რომელიც ზუსტად იმეორებდა „ნაცმოძრაობის" ფანდებს, რომლითაც ისინი ივანიშვილს ებრძოდნენ და გამუდმებით ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ივანიშვილს უკვე ბარგი აქვს ჩალაგებული და ხვალ-ზეგ საზღვარს გადაჰკვეთს. ცოტა ხანში ახალი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ივანიშვილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და საქართველო დატოვა.

 

როგორც ვთქვით, ზუსტად იმავეს აკეთებდა ქალბატონი კილაძეც და, დიდი ალბათობით, იმავე პოლიტიკური გუნდის მითითებით.

 

ერთ მშვენიერ დღეს, მასმედიასთან შეხვედრის დროს, კილაძის მიერ შეთხზული ზღაპარი ბიძინა ივანიშვილთან მისი პოლიტიკური „ნათელ-მირონობის" და საიდუმლო „თანამშრომლობის" შესახებ საპნის ბუშტივით გასკდა.

 

როცა დარბაზში მყოფი ელისო კილაძე წამოდგა და რაღაც კითხვა დასვა, ბიძინა ივანიშვილმა მისი დანახვისას ჩვეული გულწრფელობით, ცოტათი გაკვირვებულმა და გაოცებულმა წამოიძახა: - ეს თქვენ ხართ ელისო კილაძე? კარგია, რომ გნახეთ...

 

პროვოკატორი ხართ თქვენ, პროვოკატორი!

 

აკი, რამდენიმე წელი „გვინამიოკებდით", ქალბატონო ელისო - ივანიშვილთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს და მე ივანიშვილს ხმა ვარო?!

 

ამ დროს კაცმა პირველად გნახათ და ისე გაუხარდა თქვენი ნახვა, როგორც დეტექტივს შეიძლება გაუხარდეს დიდი ხნის განმავლობაში ძებნაში მყოფი პირის უეცარი შემოფეთება", - წერს ვახტანგ ხარჩილავა. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი