logo_geo
ლევან მამალაძე: ჟვანიამ სააკაშვილი ჩამოიყვანა და პირდაპირ პარლამენტში დასვა
- +

30 ნოემბერი. 2016. 21:41


 

„2003 წელს ყველას ახსოვს რა სიტუაცია იყო. მაშინ რასაც აკეთებდა ე.წ. ოპოზიცია, მე ვერ დავარქმევ სააკაშვილს, ჟვანიას, ბურჯანაძეს ოპოზიციას, იმიტომ რომ ყველანი ხელისუფლებაში იყვნენ. სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო და კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახლდათ. მოქალაქეთა კავშირიც ამ ადამიანების შექმნილია. ზოგს, რომ აქვს წარმოდგენა ოპოზიცია იყო ან რაიმე ოპოზიციური განწყობები იყო ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა",- ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე „იმედის" პროგრამა "გრიფით საიდუმლოს"-თვის მიცემული ინტერვიუში საუბრობს. მამალაძე 2002 წლის მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდი არ ყოფილა ოპოზიცია, არამედ ისინი იყვნენ ადამიანები რომლებსაც სურდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება.


„ჩვენ შორის დაპირისპირება რატომ მოხდა... ჩვენ და კიდევ სხვა ადამიანებმა ჟვანიასთან, ბარამიძესთან ერთად „მწვანეთა პარტია" შევქმენით. შემდგომ, როდესაც პარლამენტის წევრები გავხდით ამ ჯგუფის ინტერესები გაიყო. ჟვანიამ ჩამოიყვანა სააკაშვილი და პირდაპირ დასვა პარლამენტში. სააკაშვილი ჟვანიას ინიციატივით ჩაწერეს მოქალაქეთა კავშირში და შემდეგ იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მოქალაქეთა კავშირის ძირითადი ხელმძღვანელი გახდა ასევე სააკაშვილი. ჯგუფი რომელიც შეიქმნა ეს არ იყო ოპოზიცია, ესენი იყვნენ ადამიანები ვინც ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლობდნენ.

 

როდესაც 2003 წლის ფაქტების ანალიზს ვაკეთებთ, ჯერ წინ უნდა გადავიხედოთ",- განაცხადა მამალაძემ. 


 

big_banner
არქივი