logo_geo
ლადო ვარდოსანიძე: ჟურნალისტმა მიხედოს ჟურნალისტიკას!
- +

9 ივნისი. 2017. 12:39



არქიტექტორმა და ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ გაზეთ „რეზონანსთან" თბილისის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის გამარჯვების შანსებზე ისაუბრა. ვარდოსანიძის თქმით, ჟურნალისტებმა ჟურნალისტიკას უნდა მიხედონ, ხოლო ურბანისტებმა - ქალაქს.


„ქალაქის, ჟურნალისტიკისა და საერთოდ დედაქალაქის პრობლემატიკის ტოტალური პროფანაცია მიმდინარეობს. ჟურნალისტმა მიხედოს ჟურნალისტიკას, ურბანისტმა - ქალაქს.

 

პოლიტიკოსი რომ იყოს, კიდევ გასაგებია, გვერდში ამოიყენებს ურბანისტებს, აქრიტექტორებს, ეკონომისტებს, მშენებლებს და ა.შ. გადაცემის დაწყების პირველივე წამებიდან ისტერიკული ტონი შემოაქვს.

 

ეს კი, დავალებაა, მაგრამ ხომ შემოაქვს. ეს ისტერიკა ქალაქის სივრცეში რომ შემოიტანოს, ხომ დავიღუპებით, ეს ისე, ნახევრად ხუმრობით. არავითარ შემთხვევაში! ამის დაშვება როგორ შეიძლება", - განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი