logo_geo
გიორგი ვოლსკი: მოსახლეობა უნდა დავიცვათ გართულებებისგან, რომელსაც ონლაინ-სესხები იწვევს
- +

30 ნოემბერი. 2016. 22:54



შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ქვეყნის  გარშემო და მთელ მსოფლიოში არსებული განსაკუთრებული ვითარება არავითარ პერსპექტივას არ ტოვებს, რომ უახლოეს პერიოდში საგანგებო ზომების მიღების გარეშე მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ვოლსკიმ ასევე დასძინა, რომ ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები რეგულაციებს აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ.

 

„ამ სიტუაციიის გამო, არცერთი მეზობელი ქვეყანა და არცერთი სავაჭრო პარტნიორი ხელშეუხებელი არ დარჩა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ, სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და გარწმუნებთ, მას მომავალშიც შევინარჩუნებთ, რაც ეკონომიკური წინსვლისთვის არის საჭირო. ეკონომიკური ზრდა მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც გვქონდა და კიდევ უფრო მეტი გვექნება, რადგან დაგეგმილია უზარმაზარი ინვესტიციები. სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ქვეყნის გადასარჩენად ისეთი ღონისძიებების დაგეგმვაა საჭირო, როგორიც არის ვთქვათ, ლარიზაცია.

 

ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები რეგულაციებს აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ. ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რათა ჩვენი მოსახლეობა იმ გართულებებისგან დავიცვათ, რომელსაც ონლაინსესხები იწვევს", - განაცხადავოლსკიმ. 


 

big_banner
არქივი