logo_geo
ჯარჯი აქიმიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დავას ეწირება „რუსთავი-2“
- +

9 ივნისი. 2017. 22:16


„მთავარი არის, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების დავას  ეწირება „რუსთავი-2",-ამის შესახებ „Palitra news"-ის პირდაპირ ეთერში „რუსთავი-2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა.


ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის კოლოსალურ ვალზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ გაკრვეულ ეტაპზე შესაძლოა ტელეკომპანიის ბალანსზე აღარაფერი აღმოჩნდეს, რაც შეეხება დღენდელ განცხადებებს აქიმიძე მიმდინარე მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ განხეთქილებას უკავშირებს.


„რუსთავი-2"-ში ერთი პერტიის ორი განაყოფი ებრძვის ერთმანეთთს. ის, რაც ხდება ტელეკომპანიაში არის „ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული დაპირისპირების შედეგი, რასაც ეწირება ტელეკომპანია, აქამდე ხელფასს მაინც უხდიდნენ თანამშრომლებს და ახლა ამ ხალხს ქუჩაში ყრიან.

 

იხარჯება გაუთვალისწინებელი თანხები, რაღაც პროექტებისთვის და შესაძლოა, რომ ამ ტელეკომპანიისგან საერთოდ აღარაფერი დარჩეს. რა მენეჯმენტზე უნდა ვისაუბრო, როცა ქუჩაში შემხვდა და მოვიკითხე იქ მომუშავე მძღლი, რის შემდეგაც ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამართლოიანობის აღდგენას შესაძლოა ის მოჰყვეს, რომ როცა სამართლიანობა აღდგება ეს სამართლოიანობის აღდგენის საგანი შესაძლოა საერთოდ აღარ არსებობდეს", -განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.


 

big_banner
არქივი