logo_geo
„სინოდის წევრებს მეუფე პეტრესი ეშინიათ და ბევრს ვერაფერს უბედავენ!“
- +

10 ივნისი. 2017. 11:11



„პეტრე ცაავამ პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილზე გაშმაგებული იერიში მიიტანა და იგი საპატრიარქოს „ყველა უბედურების სათავედ გამოაცხადა", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალი" იუწყება და ე.წ. „ციანიდის საქმეზე" ვრცელ მასალას აქვეყნებს.


სტატიაში მეუფე პეტრე ცაავაზეა საუბარი. სტატიის მიხედვით, მეუფე პეტრე ცაავას გააჩნია კომპრომატები, რომლებიც დათა ახალაიას კუდ-მა სასულიერო იერარქიებზე შეაგროვა, ამიტომაც, სინოდის წევრებს პეტრესი ეშინიათ.

 

„ციანიდის საქმემ" იმპულსი მისცა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას სატელევიზიო ჰიპერაქტიურობას და სააკაშვილის რეჟიმთან მეტისმეტად დაახლოებული მეუფეც საპატრიარქოს „ჩრდილოვანი მმართველობის მხილებას" შეუდგა.

 

პეტრე ცაავამ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოს „ყველა უბედურების სათავედ გამოაცხადა.

 

სულ ოდნავი გამჭრიახობა და ანალიზის უნარიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მიერ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ გაშლილი კამპანია, სინამდვილეში პატრიარქზე თავდასხმაა და როლანდ, ბაჩო და დათა ახალაიების „ფანკლუბის თავმჯდომარე" პეტრე ცაავა „ჩრდილოვან მმართველობაზე" საუბრით საზოგადოებას პირდაპირ მიანიშნებს - პატრიარქი დაბერდა, ეკლესიის მართვას თავს ვეღარ ართმევსო, მას არავინ არაფერს ეკითხება, გარემოცვის მძევალია და ყველაფერს სხვები განაგებენო.

 

მეუფე პეტრეს ეს განცხადებები წმინდა სინოდის მიერ შეფასებული იქნა, როგორც ეკლესიაში შფოთის შეტანის მცდელობა. მას ოფიციალური საყვედური გამოუცხადეს და საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენეს.

 

სხვათაშორის, ბევრს ეგონა, რომ პეტრე ცაავას მიმართ სინოდის განჩინება გაცილებით მკაცრი იქნებოდა და ჭყონდიდის მიტროპოლიტს საეკლესიო სამართლის მიხედვით დასჯიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

 

რატომ?

 

როგორც მოენეები ამბობენ, ახალაიების ოჯახის მეგობარ მეუფე პეტრეს დასტა-დასტა ულაგია კომპრომატები, რომლებიც დათა ახალაიას კუდ-მა სასულიერო იერარქიებზე შეაგროვა, ამიტომაც, სინოდის წევრებს პეტრესი ეშინიათ და მას ბევრს ვერაფერს უბედავენ!

 

შესაბამისად, ისიც ნიშანდობლივია, რომ პეტრე ცაავა სინოდის მიერ მისთვის დაწესებულ აკრძალვას არ ემორჩილება და ეკლესიის შიდა საქმეებზე „მამხილებელ" საუბრებს სატელევიზიო ეთერებში კვლავ აქტიურად აგრძელებს", - წერს „ასავალ-დასავალი". 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი