logo_geo
ოთარ დანელია: მიწის ყიდვას მხოლოდ ამ პირობით შეძლებს უცხოელი...
- +

10 ივნისი. 2017. 11:55



კონკრეტულად რა შეზღუდვები უწესდებათ უცხოეთის მოქალაქეებს, ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა, „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ოთარ დანელიამ „ვერსიასთან" ისაუბრა.


„თუ უცხოელ ინვესტორს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყიდვა მოუნდება, შეუძლია, საქართველოში დაარეგისტრიროს კომპანია, სადაც მინორიტარი მეწილე იქნება, ხოლო 51%-იანი წილის მფლობელი კი მისი პარტნიორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. მიწის ყიდვას მხოლოდ ამ პირობით შეძლებს უცხოელი ანუ საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიის საშუალებით, სადაც 50%-ზე ნაკლებ წილს ფლობს.

 

წარმოვიდგინოთ მოცემულობა, რომ დღემდე, უცხოეთის მოქალაქეებზე მიყიდული მიწების თუნდაც ფიქტიური თანამესაკუთრეები  საქართველოს მოქალაქეები, ან მოქალაქეთა გაერთიანებები ყოფილიყვნენ, აბსოლუტურად სხვა სურათი გვექნებოდა დღეს! ბიზნესში ბევრი ხრიკი და გასაძრომი არსებობს, მაგრამ იმავდროულად, ამგვარი ხრიკების პრევენციული მექანიზმებიც ცნობილია და ცხადია, ამაზე ნაფიქრი გვაქვს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი