logo_geo
„ჯიპებში“, რომლებიც ეპისკოპოსებს გადასცეს, „ნაცებს“ სათვალთვალო და ჩამწერი მოწყობილობები ჰქონდათ დაყენებული!“
- +

10 ივნისი. 2017. 12:49


 

„სააკაშვილის მიერ გადაცემულ „ჯიპებზე" არაერთმა ეპისკოპოსმა თქვა უარი, მაგრამ საპატრიარქოში უმალ გაისმა ხათუნა გოგორიშვილი მუქარანარევი სატელეფონო ზარი - ერთი გვითხარით, ვის არ მიჰყავს მანქანა, დღესვე წაიყვანონ. მაგათ თავი სად ჰგონიათო?!" - განაცხადა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.

 

„როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გაასამართლა დღევანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი? იმიტომ, რომ ნაცებს ამ ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელზე უხვად აქვთ უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების შედეგად მოპოვებული კომპრომატები. საპატრიარქოსთან მიმართებაშიც ასე ხდებოდა - ეპისკოპოსებს უთვალთვალებდნენ, ფარულად იღებდნენ, უსმენდნენ და იწერდნენ. იმ ყბადაღებულ „ჯიპებშიც", რომლებიც მეუფეებს გადასცეს, სათვალთვალო და ჩამწერი მოწყობილობები იყო დაყენებული და ამიტომაც გახადეს სავალდებულო, რომ ყველა ეპისკოპოსს აეღო სააკაშვილისგან ნაჩუქარი მანქანა. საქმე იმაშია, რომ ამ „ნაჩუქარი" ავტომობოლების არც გაყიდვა შეეძლოთ მათ და არც გაჩუქება, რადგან ის „ჯიპები" არა საკუთრების, არამედ მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადასცეს. სხვათაშორის, სააკაშვილის მიერ გადაცემულ „ჯიპებზე" არაერთმა ეპისკოპოსმა თქვა უარი, მაგრამ საპატრიარქოში უმალ გაისმა ხათუნა გოგორიშვილი მუქარანარევი სატელეფონო ზარი - ერთი გვითხარით, ვის არ მიჰყავს მანქანა, დღესვე წაიყვანონ. მაგათ თავი სად ჰგონიათო?! ნაცრეჟიმის მიერ   სასულიერო პირებზე შეგროვებულ ფარულ ვიდეო თუ აუდიოჩანაწერებზე  მეუფე პეტრეს ადვილად მიუწვდება ხელი, რადგან იგი იყო და დღესაც არის ნაციონალების ე.წ. ნეოლიბერალების მთავარი დასაყრდენი საპატრიარქოში. ვფიქრობ, სინოდის წევრები ამიტომაც ვერ ბედავენ, რომ მეუფე პეტრეს დასაშოშმინებლად უფრო რადიკალური და ქმედითი ზომები მიიღონ!" - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი