logo_geo
ლევან მამალაძე: შევარდნაძის გადადგომით ჟვანიამ თავისი განაჩენი გამოწერა
- +

30 ნოემბერი. 2016. 23:35



„2003 წელს პარლამენტში შემოჭრა დაწერილი და გაყიდული სცენარი იყო. მე ასე დავარქმევდი ეს იყო სუფთა წყლის გადატრიალება. ასეთი რამ არ ხდება, რომ არჩეული პარლამენტი დაარბიო, სადაც მაჟორიტარებსაც და პროპორციული სიით არჩეულ პირებსაც სტატუსი უკვე დაფიქსირებული ჰქონდათ. მათ პარლამენტი დაარბიეს, შემდგომ შევარდნაძე აიძულეს გადამდგარიყო",- ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე  „იმედის" გადაცემა "გრიფით საიდუმლოს"-თვის მიცემული ინტერვიუში საუბრობს. მამალაძე 2003 წლის მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ვარდების რევოლუცია" სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომელზეც პასუხი არავის უგია.


„შევარდნაძის გადადგომა, როგორც პრეზიდენტის გადადგომა არავის ჰქონდა დაგეგმილი. ეს არ შედიოდა არც რუსების და არც ამერიკელების ინტერესში. ამერიკელები ეუბნებოდნენ შევარდნაძეს მიეცით ამ ახალგაზრდებს მეტი ადგილი პარლამენტში. მათ ეს მიიღეს, რადგან პარლამენტში უმრავლესობა არავის არ ჰყავდა. კუალიციური მთავრობა უნდა ჩამოყალიბებულიყო. შევარდნაძე ამ დარბევის შემდეგ გადადგა. მისი გადადგომის შემდეგ მოხდა, რომ ჟვანიამ თავისი განაჩენი გამოწერა, ხოლო სააკაშვილმა გზა გაიხსნა. 2003 წელზე რომ ვსაუბრობთ, შეფასება შეიძლება იყოს შემდეგნაირი მხოლოდ, ეს იყო სახემწიფო გადატრიალება, თავისი შედეგებით, რომელზეც არავინ დასჯილა",- განაცხადა მამალაძემ.


 


 

big_banner
არქივი