logo_geo
გიორგი ოთხმეზური: მოვუწოდებ ყველა ისტორიკოსს, ყველა მეცნიერს…
- +

10 ივნისი. 2017. 14:13


 

„შეხედეთ, ცენტრში რა მშენებლობებია გაჩაღებული, სუნთქვა აღარ შეიძლება, ააშენონ აეროპორტის მხარეს, სანაპიროზე, რაღა მაინცდამაინც ცენტრში დგამენ მრავალსართულიან კორპუსებს?" - განაცხადა ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.


სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 100 წლის წინათ, 1917 წლის ივლისში კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა და შემდეგ ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, ზუსტად საუკუნის თავზე დაიშალა, ხოლო იმ შენობას, სადაც ეს ინსტიტუტი 1980 წლიდან იყო განთავსებული, ამჟამად ანგრევენ.


ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ისტორიული შენობის ნაცვლად, აქ საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმრო და კომერციული ფართი აშენდება. შენობის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, სულ მალე შემოიღობება და ახალი მშენებლობა დაიწყება.


„ამჟამად ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ შეაჩეროს დემონტაჟი, შენობას ძეგლის სტატუსი აღუდგინოს დაკომპანიისგან მოითხოვოს ფასადის ხელშეუხებლობა. თავიდანვე სპეციალურად დატოვეს აქ 50 თანამშრომელი, მერე რომ ეთქვათ, ცოტა ხართ და ამხელა შენობა არ გჭირდებათო. ცალკე მეცნიერება დააზარალეს, ცალკე -  ეს უნიკალური ნაგებობა. ძალიან ცოტა ადამიანია დაინტერესებული ინსტიტუტისათვის ამ შენობის შესანარჩუნებლად. შეხედეთ, ცენტრში რა მშენებლობებია გაჩაღებული, სუნთქვა აღარ შეიძლება, ააშენონ აეროპორტის მხარეს, სანაპიროზე, რაღა მაინცდამაინც ცენტრში დგამენ მრავალსართულიან კორპუსებს? მოვუწოდებ ყველა ისტორიკოსს, ყველა მეცნიერს, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსიტუტის შენობის დანგრევასთან დაკავშირებით. მორჩილ ისტორიკოსებს არ დავუთმოთ ასპარეზი და შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მაინც შევუნარჩუნოთ", - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი