logo_geo
„მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე თავისით გადავიდა, რათა...“
- +

10 ივნისი. 2017. 15:17


„არ დაგავიწყდეთ, რომ აფგან მუხთარლი ყოფილი სპეცრაზმელია, თავის დროზე საგანგებო მომზადება აქვს გავლილი და აზერბაიჯანის საზღვარზე გადაპარვაც მოახერხა", - განაცხადა უფლებადამცველმა გიორგი მუხიგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.

 

„აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი მუხთარლი არაერთხელ არის მხილებული ფულის გამოძალვის მიზნით აზერბაიჯანის მთავრობის წევრთა დაშანტაჟებაში. იგი ერთხელ დაკავებულიც იყო იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს აშანტაჟებდა და გაჩუმების სანაცვლოდ თანხას სთხოვდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე თავისით გადავიდა, რათა პრეზიდენტ ალიევის ფარული ოპოზიციის შიკრიკისგან თანხა აეღო. საზღვარზე არის სპეციფიკური პარამეტრები, რომლებიც, რთული რელიეფისა თუ სხვა ფაქტორების გამო, ნაკლებად კონტროლდება. არ დაგავიწყდეთ, რომ მუხთარლი ყოფილი სპეცრაზმელია, თავის დროზე საგანგებო მომზადება აქვს გავლილი და აზერბაიჯანის საზღვარზე გადაპარვაც მოახერხა. როგორც გითხარით, იგი იქ ალიევის ფარული ოპოზციის მიერ გამოგზავნილ შიკრიკს შეხვდა, რომლისგანაც 10 ათასი ევრო აიღო და დაკავებისას სწორედ ეს თანხა აღმოაჩნდა", - განაცხადა გიორგი მუხიგულაშვილმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი