logo_geo
„ტყუილი, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შექმნა“
- +

1 დეკემბერი. 2016. 00:39


 

„2003 წელს ვინც შეეწინააღმდეგა სახემწიფო გადატრიალებას, ვინც ამხილა სააკაშვილი ბინძურ სახემწიფო გარიგებაში, ასვე კორუფციულ გარიგებებში, ეკონომიკის დარბევაში და პროგნოზი გააკეთა რა მოხდებოდა ამ ადამიანების მიმართ სისხლიანი რეპრესიები განხორციელდა, რომლის შედეგადაც ყველა კონკურენტი ჩამოიშორა",- ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე  „იმედის" გადაცემა "გრიფით საიდუმლოს"-თვის მიცემული ინტერვიუში საუბრობს. მამალაძე 2003 წლის მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყველა რეფორმა რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ განახორციელა ედუარდ შევარდნაძის დროს იყო დაწყებული.


 

„ყველა დაწყებული თემა: დასავლეთთან ურთიერთობები, ბაქო-თბილისის-ჯეიჰანი, ნავთობ სადენი, გაზსადენი, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამოყენება, პორტების განვითარება, გზების განვითარება, NATO-ში შესვლა ყველაფერი ეს შევარდნაძის დროს დაიწყო. მათ შორის, პატრულის რეფორმაც, რომელიც გამზადებული იდო. ყველა პროგრამა დაიწყო მაშინ, მაგრამ ხელისუფლება სუსტი იყო. წმინდა „სამების" ეკლესიის აშენებაც კი სააკაშვილმა მიითვისა. თითქოს ისტორია მანამდე არ არსებობდა. ადამიანები არ არსებობდნენ მოვიდა მიშა და გაბრწყინდა ყველაფერი. ეს ის ტყუილია რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შექმნა",- განაცხადა მამალაძემ.  






 


 

big_banner
არქივი