logo_geo
გელა ჩარკვიანი: ირაკლი არ გარდაცვლილა...
- +

1 დეკემბერი. 2016. 11:02



ირაკლი ჩარკვიანი 19 ნოემბერს 55 წლის გახდებოდა, გარდაცვალებიდან 10 წლისთავზე, მისივე დაბადების დღეს, „დედაენის ბაღში" მისი სკულპტურა გაიხსნა. გელა ჩარკვიანმა ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სკულპტურა ერთდროულად დიდ სიხარულსა და ტკივილს ანიჭებს.


დიპლომატისა და მწერლის თქმით, ირაკლი სახალხოა და გასაკვირი არ ყოფილა მონუმენტის დადგმა, რომლითაც ირაკლი დაბრუნდა და გაცოცხლდა.


„ირაკლი ყოველთვის აღიქმება, როგორც მომღერალი, კომპოზიტორი, მაგრამ მე პოეტად მიმაჩნია. მან ერთ-ერთმა პირველმა შეძლო, როკი და რეპი ქართულ ენაზე აეჟღერებინა, ის სახალხოა და ამიტომაც დადგეს მისი ძეგლი. ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც მაშინ, როცა მას რუსთაველის პრემია მიანიჭეს. იმდენად ძლიერი გრძნობა დამეუფლა, რომ მგონია, ჩვენი სამყაროს ფარგლებს გასცდება და უფრო მაღალი რიგის რეალობაში შეაღწევს, იქ, სადაც მეგულება ირაკლი. ალბათ ის ბედნიერია, მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დაბრუნდა, გაცოცხლდა" , - განაცხადა გელა ჩარკვიანმა.


ინტერვიუში მწერალი აღნიშნავს, რომ მისთვის 2 ირაკლი არსებობდა - ბავშვი და ხელოვანი. დიდი ირაკლი გელა ჩარკვიანისთვის არ მომკვდარა, თუმცა პატარა ირაკლი ეცოდება.


„ბოლოს ჩემთვის 2 ირაკლი არსებობდა - ლამაზი ბავშვი ირაკლი, რომელიც დამყავდა ქუჩაში, რომელთანაც ვთამაშობდი. როცა ირაკლი გარდაიცვალა, ჩემთვის ის ბავშვიც გარდაიცვალა და ყველაზე მძიმე ეს იყო, და მეორე - ხელოვანი ირაკლი, რომელიც არ გარდაცვლილა ჩემთვის და გრძელდება თავის ქმნილებებში. დიდი ირაკლი არ მომკვდარა, მაგრამ ის პატარა ირაკლი გაუსაძლისად მეცოდება. მიამიტი ბავშვი იყო და ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მას ძეგლს დაუდგამდნენ", - განაცხადა გელა ჩარკვიანმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი