logo_geo
თემურ გვალია: ცხოველები ბავშვობიდანვე მიყვარდა, სახლში დროდადრო ბაყაყები და გველებიც მიმყავდა ხოლმე...
- +

11 ივნისი. 2017. 12:00


 

„სანამ ენას ამოიდგამდა, მობილურზე ჩავწერე სიტყვები და სისტემატურად ვასმენინებდი", - ამის შესახებ მსახიობმა თემურ გვალიამ „ასავალ-დასავალს" განუცხადა და საკუთარ თუთიყუშზე კუკა-კუკუშაზე ისაუბრა, რომელსაც პატარა ასაკიდან დააწყებინა ლაპარაკი.


როგორც გვალია აღნიშნავს, ცხოვრელები ძალიან უყვარს.


„ცხოველები ბავშვობიდანვე მიყვარდა, სახლში მყავდა არამარტო ძაღლები და თუთიყუშები, არამედ დროდადრო ბაყაყები და გველებიც მიმყავდა ხოლმე. ახლა 4 წელია, რაც პატარა მოლაპარაკე თუთიყუში კუკა-კუკუშა მყავს.

 

ნიჭიერი თუთიყუშია, ლაპარაკი სამ თვეში ისწავლა. სანამ ენას ამოიდგამდა, მობილურზე ჩავწერე სიტყვები და სისტემატურად ვასმენინებდი. ასე დაიმახსოვრა. ახლა იმხელა წინადადებებს ამბობს და იმდენს ლაპარაკობს, სანამ გალიას არ გადავაფარებ, არ ჩერდება.

 

თუთიყუშს თავისუფლებასაც ვაძლევთ, ჩვენი ოჯახის სრულყოფილი წევრია. თუმცა, სანამ გალიის კარს გავხსნი, ფანჯრებს ვკეტავ, რომ არ გაფრინდეს. თუთიყუშებს უკან დაბრუნება უჭირთ, სახლის გზას ვერ აგნებენ. გალიიდან გამოფრენილი კუკუშა ხან მხარზე შემოსკუპდება, ხან - თავზე, ხანაც კომპიუტერზე. თუ სიბრაზე შემატყო, მაშინვე თავის გალიაში ბრუნდება. ძალიან ვუფრთხილდებით, ვეტერინართანაც გვყავდა, ვიტამინებს ვაძლევთ", - ამბობს გვალია. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი