ობიექტების, მწერების, გრძნობების, სიტუაციისა თუ ცხოველების პანიკური შიში ფობიაა. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული 124 დასახელების ფობია არსებობს.
მომღერალმა მაკა ზამბახიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არაქნოფობია - ობობების შიში აწუხებს.
„მწერების მეშინია, ახლოს თუ არის სადმე, მაშინვე ვგრძნობ. დაწოლამდე ვამოწმებ ლოგინს, ჭერს, რომ ობობა არ ჩამოვარდეს და არ დამეცეს თავზე", - განაცხადა მაკა ზამბახიძემ.