logo_geo
მამუკა გამყრელიძე: დავიღუპეთ, გვარამია წავაო... წავა და წავიდეს...
- +

12 ივნისი. 2017. 18:11



„რუსთავი 2"-ში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. რა ხდება რეალურად ტელეკომპანიაში, არის თუ არა მართლა ფინანსური პრობლემები და მოხდა თუ არა ყარამანაშვილებსა და გვარამიას შორის დაპირისპირება, ამ თემაზე ყოფილი დიპლომატი, „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომელი და გია ყარამანაშვილის ახლო მეგობარი მამუკა გამყრელიძე საუბრობს.


„რატომ უნდა იყოს ასეთი ძლიერი კომპანია ფინანსურ კრიზისში?! ასეა თუ ისე, რაც არის, ეგ არის. ე.ი. არ აღმოჩნდა ნიკა გვარამია შესაბამისი დონის მენეჯერი... დირექტორის წასვლით ასეთი ძლიერი ტელევიზიები მარტივად არ იშლება. შემცვლელი ყველას გამოუჩნდება. თუ გვარამია „რუსთავი 2"-დან წავა, ის აუცილებლად წავა პოლიტიკაში. რამდენად წარმატებული იქნება, ეს სხვა საკითხია.მე არ მინდა ამ ყველაფერში ჩარევა, რადგან მგონია, რომ პოლიტიკური კი არა, ყოფითი ფინანსური საკითხია... ყოველთვის ვიღაცას რაღაც პირობები არ აწყობს და მერე ამას მოჰყვება ხოლმე ყველაფერი. შეიქმნა ახალი ვაი-უშველებელი, დავიღუპეთ გვარამია წავაო. წავა და წავიდეს. ის წავა, სხვა მოვა, მთავარია, ეს ტელევიზია გამოიყვანონ ფინანსური კრიზისიდან", - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი