logo_geo
გიორგი ბერეჟიანი: საპატიმრო დაწესებულება წამების შედეგად მე-2 ჯგუფის ინვალიდმა დავტოვე…
- +

1 დეკემბერი. 2016. 12:13



სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, ბლოგერი და მწერალი გიორგი ბერეჟიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მისი დაპატიმრების ისტორიას იხსენებს. როგორც თავად ამბობს, სააკაშვილის რეჟიმის დროს საპატიმრო დაწესებულება წამების შედეგად მე-2 ჯგუფის ინვალიდმა დატოვა.


„2007 წლის ნოემბერში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო და სახლში რა გამაჩერებდა. მერე რეჟიმი შეტევაზე გადმოვიდა, აქციის მონაწილეებს დაგვერია. სხვა უდანაშაულო ადამიანებთან ერთად, მეც დამაპატიმრეს და პირობითი სასჯელი მომისაჯეს. რეჟიმის მიმართ ჩემი ზიზღი ამანაც ვერ დააოკა. აქციებზე ისევ დავდიოდი. ამჯერად, ბოლომდე გამიმეტეს - სააკაშვილის ზონდერპოლიციელები სახლის კართან დამხვდნენ და გამიტაცეს, შემდეგ, ვითომ შევაგინე და პოლიციის წინაშე დაუმორჩილებლობის ბრალდებით გლდანის ციხეში მიკრეს თავი. სრულიად ჯანმრთელი ჩავჯექი და საპატიმრო დაწესებულება წამების შედეგად (სამჯერ სასიკვდილოდ დამლეწეს) მე-2 ჯგუფის ინვალიდმა დავტოვე.

 

ციხეში რეჟიმის მიერ რეპრესირებული უამრავი ადამიანი გავიცანი, ბევრი მათგანის წამება საკუთარი თვალით ვნახე, ზოგმაც თავისი ტრაგიკული ამბავი თავად მომითხრო... ჩანაწერების გაკეთება დავიწყე, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ მინიატურულ მოთხრობებად ჩამოვაყალიბე. ჩემს მოთხრობებში ნახსენებია ერთი განსაკუთრებულად კაცთმოძულე ჯალათი, მეტსახელად „ბიდონა". ასე შევარქვით, რადგან ცხვირი მართლაც ჩაჭეჭყილ ბიდონს მიუგავდა. ვინაობა დღემდე არ ვიცი. „ბიდონამ" მრავალი ახალგაზრდა დაასახიჩრა. მათ შორის ერთ-ერთ საკანში გაცნობილი ჩემი უმცროსი მეგობარი ერეკლე ხომასურიძე, რომელსაც პლანის მოწევის გამო დიდი სასჯელი ელოდა. ვინ იცის, „ბიდონასგან" გამწარებულებს რამდენჯერ გვინატრია მისთვის სამაგიეროს გადახდა!" - ამბობს გიორგი ბერეჟიანი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი