logo_geo
ვისთან ღალატობს ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს?!
- +

1 დეკემბერი. 2016. 12:14



„მიხუინელები" და „ბოკერისტები" უკვე საჯაროდაც არ ერიდებიან ერთმანეთისთვის ლაფის მიწუწებას! ის კი არა და, ბოკერიამ უკვე, თვით „რუსთავი 2"-იც კი ჩართო „სააკაშვილის ჩარეცხვის" საქმეში და ნიკა გვარამიასთან ერთად ებრძვის ნაცების ექს-ფიურერს!" - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს. გამოცემის თქმით, „რუსთავი 2" სააკაშვილის საწინააღმდეგოდ იღვწის და ამისთვის თავის კომედიანტებსაც იყენებს, კერძოდ კი - ვანო ჯავახიშვილს.


„უკვე ისიც აშკარაა, რომ „რუსთავი 2" ბოკერიას სასარგებლოდ და სააკაშვილის საწინააღმდეგოდ იღვწის და საამისოდ თავის კომედიანტებსაც იყენებს - მაგალითად, „ვანოს შოუ" დაუფარავად და ღიად გადავიდა სააკაშვილის გაბანძებაზე! აი, თუნდაც 18 ნოემბრის გამოშვება, სადაც კომედიანტთა უსტაბაში ვანო ჯავახიშვილი პირდაპირ მიშას დაეტაკა:

 

„მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არჩევნები იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყოო! რადგან მიშამ ასე თქვა, ეტყობა, მართლა მაგრად მოგვატყუეს ამ არჩევნებზე! აბა, მიშას რომ არჩევნების აფიორა გაუკვირდება, ესე იგი, მართლა რაღაცაშია საქმე!"

 

ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში კომედიანტებმა წარმოადგინეს სკეტჩი, რომელიც ერთ-ერთი თურქული სერიალის მოტივებზეა შექმნილი და მისი ერთ-ერთი გმირი ისევ მიშა სააკაშვილია.

 

„... სანამ ქვეყნის ტახტზე ბიძინი-ხანი ავიდოდა, ქვეყანას „სულელიმან დიდი" მართავდა!"

 

როგორც ხედავთ, „რუსთავი 2" უკვე პირდაპირ და მოურიდებლად უწოდებს სააკაშვილს „გიჟს" და „სულელს"!

 

თუმცა, ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც იმავე გადაცემაში კომედიანტების ვოკალურმა ანსამბლმა „ოთხმა უჩამ" დაამღერა, „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა"-ს მოტივზე:

 

„გიჟი მიშა მოფრინავდა, ოვ, რანინა...

შუა გზიდან მოაბრუნეს, ოვ, რანინა!

ახლა წვიმად მოსვლას ცდილობს, ოვ რანინა...

ქოლგას მაინც ნუღარ გაშლით, ოვ, რანინა!

მოფრინავდა და იძახდა, ოვ, რანინა...

მოვიგე და მიხარია, ოვ, რანინა!"

 

დიახ, სააკაშვილს მწარედ შეახსენებენ - შე გიჟო და გადარეულო, თუ ნაცი არ გქონდა, რას გაიძახოდი, მოვფრინავ და მოვცურავო?!

 

როდესაც სააკაშვილზე მიქსეული „რუსთავი 2"-ელი კომედიანტების „ანტიმიშისტურ ხუმრობებს" უცქერ, ძალაუნებურად რწმუნდები, რომ ამ კლოუნადის „ლიბრეტო" ნამდვილად ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის ავტორობით არის დაწერილი!" - წერს „ასავალ-დასავალი".

 

„ასავალ-დასავალის" თქმით, „კურიერსა" და გაბუნიას თოქ-შოუებშიც ბოკერია და მისი მიმდევრები არიან წარმოდგენილნი, სააკაშვილის მხარდამჭერები კი „შავ სიაში" არიან შეყვანილები.

 

„აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პოლიტიკის შემხედვარე, აშკარად ჩანს: მაშინ, როდესაც „კურიერსა" თუ გაბუნიას თოქ-შოუებში მსუყედ არიან წარმოდგენილები ბოკერია და მისი სექტის წევრები, სააკაშვილის ერთგული მადიდებლები - აკუ მინაშვილი, გივი თარგამაძე, თეა თუთბერიძე თუ მეგი გოცირიძე „შავ სიაში" არიან შეყვანილები!

 

მაგალითად, სააკაშვილის ერთ-ერთმა გამორჩეულად ერთგულმა ფანმა და გაზეთ „ბიოცისტერნის ქრონიკების" რედაქტორმა პირდაპირ ასე დაწერა თავის facebook-კედელზე:

 

„...ვუყურებ „რუსთავი 2"-ის დაცვის ისტორიას და კადრშიც არ ვჩანვარ. პასუხი ვიცი - ბოკერიას განკარგულებაა ჩემი ეკრანიდან მოხსნა. ვერ მაპატია მიშას დაცვა.

 

მე არ მოვალ ხვალ თქვენს დასაცავად აქციაზე - მე ვიცავდი დამოუკიდებელ მედიას და ახლა უკვე აბსოლუტურად სულერთია, ბოკერია გააკონტროლებს ამ ტელევიზიას თუ ხალვაში..."

 

როგორც ხედავთ, არაფერს ვამეტებ: ყველაფერი „საა(კა)შკარაოზეა" გამოტანილი!

 

ბოკერიამ მიშას „რუსთავი 2" მართლაც „აახია"... ვინძლო, არა სპეციალური შეთანხმებით!" - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".



 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი