logo_geo
რა განსაცდელის გადატანა უწევთ „ნიჭიერის“ ფინალისტს გიორგი ცისკაძესა და მისი ოჯახის წევრებს
- +

13 ივნისი. 2017. 19:28

 

 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნიჭიერის" ფინალისტი, 13 წლის ნიჭიერი მომღერალი, გიორგი ცისკაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. გიორგი 11 წელია, საკმაოდ რთულ დაავადებას ებრძვის, რომელიც გარკვეულ ეტაპზე უფრო რთულდება ხოლმე. გიორგი ცოტა ხნის წინ კლინიკიდან გამოწერეს, ის ახლა უკეთ გრძნობს თავს. თუმცა, მუდმივი მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ არის. გიორგის დედა, სალომე ბერიშვილი, ყველაფერს აკეთებს შვილის გამოსაჯანმრთელებლად, თუმცა მისი მწირი შემოსავალი ხშირად კომუნალურ გადასახადებსაც არ ჰყოფნის. რაც მთავარია, გიორგის სჭირდება უცხოეთში წაყვანა, სადაც მას დიაგნოზს დაუსვამენ და შემდეგ მკურნალობის კურსს ჩაუტარებენ. ამისთვის კი ოჯახს არანაირი საშუალება არ გააჩნია.


„გიორგი წლისა და 10 თვის ასაკში გამიცივდა, დიაგნოზი იყო: ცისტიტი. იმ დროს რუსთავში ვცხოვრობდით, უბნის ექიმთან მივიყვანეთ, დაუწყო მკურნალობა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, დაეწყო მასიური შეშუპება. დედაჩემი სენაკში ცხოვრობს, სულ მეკითხებოდა გიორგის მდგომარეობას ტელეფონით და როგორც კი ვუთხარი, ქუთუთოები შეშუპებული აქვს-მეთქი, სასწრაფოდ ჩამოვიდა რუსთავში. მაშინვე მიხვდა, რომ თირკმელების ბრალი იყო და დღეს მისი დამსახურებაა, გიორგი რომ ცოცხალია.

 

იაშვილის კლინიკაში დავაწვინეთ, ჩაუტარდა მკურნალობა და მოგვცეს დანიშნულება. მას შემდეგ სულ მკურნალობაშია. იმ დიაგნოზს, რომელიც გიორგის დაუსვეს, ასეთი ხანგრძლივი მკურნალობა არ სჭირდება. იმედი გვქონდა, რომ გარდატეხის ასაკში გიორგი დაძლევდა, მოერეოდა ავადმყოფობას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოხდა ასე. გიორგი ძირითადად, სულ იზოლაციაში გვყავდა, რომ არ შეხვედროდა ვირუსი. ბავშვებთანაც არ ჰქონდა ხშირი კონტაქტი, თუმცა, ხშირად უმეორდებოდა შეშუპება... გიორგის დიაგნოზია: „ნეფროზული სინდრომი, დაუზუსტებელი ცვლილებით. იცენკო-კუშინგის სინდრომი, მედიკამენტოზური ჰიპერგლიკემია, დაუზუსტებელი"... გიორგი ერთადერთია, ვისაც ეს დაავადება გაუგრძელდა. ამ დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობა განკურნებულია...

 

მე ვარ დედა, რომელიც შეშინებულია და ითხოვს შველას. ყველას ვთხოვ შველას, ვისც შეუძლია, მოკიდოს ჩემს შვილს ხელი, უმკურნალოს. მარტოხელა დედა ვარ და რა თქმა უნდა, ამით არ ვტრაბახობ, თუმცა ჩვენს ცხოვრებას შევეგუეთ, მშვიდად, წყნარად ვცხოვრობთ. ზოგჯერ ყველაფერი კარგად არის, ზოგჯერ ისეთი რთული სიტუაცია გვაქვს, მცხვენია ამის თქმა, მაგრამ კომუნალურების გადახდასაც ვერ ვახერხებთ. იმედია, ჩემს ნათქვამს ხალხი სწორად გაიგებს... არანაირი დაზღვევა არ მაქვს. ერთადერთი, ჩემი შემოსავალია... სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში ვმუშაობ, რაიონული ანსამბლის, „სენაკის" ხელმძღვანელად. ჩემი შემოსავალი 235 ლარია - ამით ვცხოვრობთ და ვარსებობთ... სენაკის გამგებელმა თავისი სურვილით გიორგის ყოველთვიურად დაუნიშნა 100 ლარი მთელი წლის განმავლობაში, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მაისში, ამდენი ხნის შემდეგ, ფინალში ნიკა გვარამიას გამოცხადებული საჩუქარი: ყოველთვე 500 ლარი ჩაერიცხოს გიორგისო, ჩაურიცხეს. გიორგის წამალი ძალიან ძვირი არ ღირს, მაგრამ 11 წლის განმავლობაში ყოველდღე მისი მიღება, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა თანხებთან არის კავშირში. გარდა ამისა, მუდმივად სჭირდება კვლევები, თბილისში ჩამოყვანა", - ამბობს სალომე ბერიშვილი.


P.S. გიორგის დასახმარებლად გახსნილია ბანკში ანგარიშის ნომრები:

ლიბერთი ბანკი:
GE95LBO711107358700640

საქართველოს ბანკი:
GE97BG0000000769295200

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის Express აპარატიდან გიორგის დედის, სალომე ბერიშვილის პირადი ნომრის მითითებით: 39001003534. სალომე ბერიშვილის ტელეფონის ნომერი: 598 42 17 99


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი