logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან!
- +

1 დეკემბერი. 2016. 14:05



უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ასავალ-დასავალთან" რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.



„უწმინდესმა რამდენჯერ ბრძანა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სასწრაფოდ უნდა აღდგეს, მაგრამ ხომ ხედავთ, არ უჯერებენ! საქართველოს უბედურება ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა თბილისიდან კი არა, ამერიკიდან იმართება! აქედან გამომდინარე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, ფაქტობრივად, საქართველოსთვის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკა და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან! წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული რღვევა გაგრძელდება...

 

რუსეთს 2008 წლის აგვისტოში არ სურდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება, მაგრამ უგუნურმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს ეს ნაბიჯი გადაედგა. ახლაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ რაღაც ტერიტორია დაკარგოს!

 

ამოდენა უკრაინა დააჩოქა რუსეთმა, ყირიმი შეიერთა და კაციშვილი ხმას ვერ იღებს! რატომ არ გვინდა, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ? თუ ტერიტორიები აღარ დაგვრჩა, რად გვინდა სახელმწიფო? როსტომ-ხანიც აშენებდა ხიდებსა და გზებს, მაგრამ საქართველოს ისტორიაში კარგი სახელით არ შესულა...

 

საქართველოს მტრებსა და ჩანერგილ ჯაშუშებს ხელს აძლევთ, საქართველო და რუსეთი კიდევ ერთხელ დაეტაკონ ერთმანეთს, რათა ამ ქვეყნისგან აღარაფერი დარჩეს და მერე ამით გარშემომყოფებმა იხეირონ!" - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი