logo_geo
ზაქარია ქუცნაშვილი: დღეს არსებული საპენსიო სისტემა საბჭოურია და შეიცვლება
- +

1 დეკემბერი. 2016. 14:47


 

ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დღეს არსებულ საპენსიო სიტემას საბჭოურს უწოდებს. მისი თქმით, მთავრობა 2018 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას აპირებს.


„წინააღმდეგი ვარ იმ სისტემის, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში. ეს არის საბჭოური საპენსიო სისტემა, რომელშიც ყოჩაღებიც და ზარმაცებიც ერთნაირ პენსიას იღებენ. ბატონი ჯანსუღი თუ მთელი ცხოვრება შრომობდა, ლექსებს წერდა, წიგნებსა და ჟურნალებს გამოსცემდა, ვიღაც შეიძლება წამოწოლილი იყო და არაფერს აკეთებდა.

 

დღეს არსებული საპენსიო სისტემა ძალიან ნაკლოვანი და უსამართლოა, ამიტომ, 2018 წლიდან ვგეგმავთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას. ამ შემთხვევაში, პენსიის ოდენობა ადამიანის შრომაზე იქნება დამოკიდებული და არა ხელისუფლების კეთილ სურვილსა და ბიუჯეტში ფულის რაოდენობაზე", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 


 

big_banner
არქივი