logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე ღირსეული კანდიდატია!
- +

15 ივნისი. 2017. 18:10


„პირადად მე, ორივე ხელით ვუჭერ მხარს კახა კალაძის კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


„კახა კალაძემ ლიდერის თვისებები გამოავლინა, როგორც პოლიტიკოსი, ძალიან გაიზარდა და პოლიტიკაში ყოფნის მცირე ხნის განმავლობაში იმხელა ავტორიტეტი მოიპოვა, რომ მხოლოდ ფეხბურთელობის დროს მოპოვებული მაღალი ავტორიტეტის ამარაც აღარ არის.

 

მოკლედ, კალაძე თბილისის მერის პოსტზე ძალიან ღირსეული კანდიდატია, არჩევნებსაც მოიგებს და დარწმუნებული ვარ, კარგი მერიც იქნება!" - განაცხადა ქანთარიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი