logo_geo
არჩილ გამზარდია: „პატრიოტთა ალიანსი“ ჯერ თავის ადგილს ეძებს
- +

1 დეკემბერი. 2016. 15:06



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში „პატრიოტთა ალიანსზე" საუბრობს. იგი ფიქრობს, რომ „ალიანსი" ორიენტირებულია, ოპონირება „ნაცინალურ მოძრაობას" გაუწიოს. გამზარდია ფიქრობს, რომ პარლამენტში იმაზე ფიქრი, ვინ გასცემს პასუხს „ნაციონალების" დემაგოგიას, მეორე ხარისხში უნდა გადავიდეს და წინა პლანზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები უნდა წამოიწიოს. 

 

 

„პატრიოტთა ალიანსი" ჯერ ეძებს თავის ადგილს, მაგრამ ვიტყვი, რომ სამი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა, რომელიც გაჟღერდა, იყო ირმა ინაშვილის გამოსვლაში, იგივე საყდრისის აფეთქების თემაზე, განათლების თემაზე, გარემოს დაცვის თემაზე. საქმიანი წინადადებები, საბოლოოდ, გამოდის, რომ პარლამენტში ირმა ინაშვილმა გააჯღერა. ის უფრო საქმიანი კრიტიკით გამოვიდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ. ვფიქრობ, „პატრიოტთა ალიანსი" მაინც ორიენტირებულია, ოპონირება უფრო „ნაციონალურ მოძრაობას" გაუწიოს, ვიდრე „ქართულ ოცნებას" და ეს გასაგებიც არის. თუმცა, მგონია, რომ „ალიანსმაც" უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ძირითადი ფუნქცია მაინც ხელისუფლების ოპონირებაა.

 

თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ პარლამენტიდან რაღაც დადებითი მივიღოთ როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი პარტიიდან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დღის წესრიგი, აბა, დღეს ვინ გასცემს პასუხს მმართველი ძალიდან „ნაციონალური მოძრაობის" გამოხდომებს და დემაგოგიას - ამ თემებზე ძირითადი აქცენტირება უნდა გადავიდეს მეორე ხარისხში, რაღაცები უნდა გაატარონ და არ უპასუხონ, ყურადღება საქმიან საკითხებს უნდა მიაქციონ. უამრავი გამოწვევაა, რაზეც საუბარი უნდა იყოს და მე ჯერ საპარლამენტო სივრცეში პატარა ფრაგმენტების გარდა, სერიოზულ თემებზე მუშაობის განწყობა ვერ დავინახე. თუ ასე გაგრელდა, მუდმივი თეატრალური წარმოდგენები გვექნება პოლიტიკოსების მონაწილეობით და ამ ძიძგილაობაში გავა წლები. სახელმწიფოს პერსპექტივები კი დღითი დღე გაუარესდება", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი