logo_geo
„ვაი-ჟურნალისტები სახელმწიფოს ადებენ ხელს - ჩემმა საქართველომ მუხთარლი „მეშოკში“ ჩასვა და აზერბაიჯანს გადასცაო!“
- +

16 ივნისი. 2017. 11:59


 

„ის, რაც ხდება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, თვალნათელი მაგალითია იმისა, როგორ იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავი ჟურნალისტებად გამოუცხადებიათ", - ამის შესახებ „საერთო გაზეთის" მთავარმა რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„დიახ, ამ ვაი-ჟურნალისტებს არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მაგრამ მაინც ადებენ ხელს - ჩემმა საქართველომ მუხთარლი „მეშოკში" ჩასვა და აზერბაიჯანს გადასცაო! რაშია საქმე?! ვინ არიან ეს ჟურნალისტიკას მიტმასნილი პროვოკატორები?! აგენტურული ქსელია, ასე ორგანიზებულად რომ სწამებენ ცილს თავიანთ ქვეყანას?! თავიანთ სახელმწიფოს რატომ აბეზღებენ?! რატომ ჰგავს მათი საქმიანობა ჯაშუშურ-დივერსიულ საქმიანობას?!" - განაცხადა ვახტანგ ხარჩილავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი