logo_geo
შოთა გლურჯიძე: გიორგი პაპუაშვილი სამარცხვინო კაცია!
- +

16 ივნისი. 2017. 14:31


 

თეატრის მხატვარმა შოთა გლურჯიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთზე გამოცხადებული მორატორიუმი თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გააუქმა.


„თავის დროზე მორატორიუმი იყო მიწის გაყიდვაზე, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ამხანაგმა პაპუაშვილმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა. უპირველესად, ამ ხალხისთვის არის მოსაკითხი - რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?! გიორგი პაპუაშვილი სამარცხვინო კაცია. საქართველოს მოქალაქეობის ღირსი არ არის! ასეთი ადამიანი უნდა მოვიკვეთოთ", - განაცხადა შოთა გლურჯიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი