logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს!
- +

19 ივნისი. 2017. 15:16



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ  „ქართული ოცნების" რეიტინგი ისეთი მაღალი აღარ არის, როგორიც თავიდან იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი გუნდის გამარჯვება ეჭვქვეშ არ დგას! დიახ, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და კარგად გვესმის, რომ თავდაუზოგავი მუშაობა გვჭირდება, რათა კიდევ ერთი არჩევნები მოვიგოთ", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი