logo_geo
„ბარბარესავით მეც მარტო ვარ“ – მარიშკა ჯავახაძე საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დაშორდა
- +

1 დეკემბერი. 2016. 17:48


 

სერიალ  „ჩემი ცოლის დაქალებში" პერსონაჟ კვაზი მანჭკავას შვილიშვილი ბარბარე გამოჩნდა. სერიალის ოფიციალურ facebook-გვერდზე გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ყველას აინტერესებდა, თუ ვინ იყო ეს ულამაზესი მსახიობი. როგორც გაირკვა, ბარბარეს როლის შემსრულებელი მარიშკა ჯავახაძეა. მარიშკა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ირაკლი რეხვიაშვილის ყოფილი მეუღლე და გივი თარგამაძის ნათლულია. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარიშკა ჯავახაძესთან.


მარიშკა ჯავახაძე: „28 წლის. პროფესიით მსახიობი არ ვარ, სახელმწიფო მართვა დავამთავრე".


- მარიშკა მსახიობობაზე თუ გიფიქრია?


- დიახ ვფიქრობდი, ბავშვობაში გადიოდა სერიალი „ძილის წინ", სადაც ერთ-ერთ როლს ვთამაშობდი. თუმცა, შემდეგ სახელმწიფო მართვამ უფრო გამიტაცა. გარკვეული პერიოდი პარლამენტშიც ვმუშაობდი.


- სერიალში „ჩცდ"-ში როგორ აღმოჩდით?


- აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში ირაკლი საღინაძე გავიცანი. მერე facebook-ზე დავამატეთ ერთმანეთი. შემდეგ ირაკლიმ ჩემი ფოტოები ნახა და სინჯებზე დამიძახეს.


-  მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის პირველი როლი არ იყო, ხომ არ ნერვიულობდით?


- არა, არ  ვნერვიულობდი, რადგან გადაღების პროცესში კარგი გარემოა და თვითონ მსახიობებიც კარგები არიან. ქალბატონმა  მარინა კახიანმა და ლაურა რეხვიაშვილმა იცოდნენ, რომ  მე მსახიობი არ ვარ და რჩევებს მაძლევდნენ. რეჟისორშიც ძალიან გამიმართლა, რადგან გიორგი ლიფონავა მაქსიმალურად კომფორტს მიქმნიდა, რომ არ მენერვიულა. პირიქით გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო  და კარგად გავერთეთ გადაღებებზე.


- ბარბარეს პერსონაჟს და მარიშკას რა საერთო თვისება აქვს?


- ბარბარე ჩარჩოებში მოქცეული გოგოა, ძალიან კლდემამოსილია და ძალიან სათნო პერსონაჟია. საერთო შეიძლება გვქონდეს მხოლოდ წესრიგის სიყვარული. თუმცა, ჩემი პერსონაჟი აბსოლუტურად განსხვავებულია ჩემგან, რადგან ბარბარეს აბსოლუტურად განსხვავებული ჩაცმის სტილი აქვს. ასევე, ის აბსოლუტურად განსხვავებული აზროვნებისაა. ბარბარე ძალიან სწორხაზოვანია, მგონია, რომ მას სიახლეების ეშინია და მე პირიქით ვარ, მზად ვარ ნებისმიერი სიახლისთვის. მე ცხოვრებას ბევრად უფრო მარტივად ვუყურებ ვიდრე ბარბარე. თუმცა, ბარბარესნაირად მეც ძალიან მიყვარს ჩემი ბაბუა.

 

- შენს გამოჩენას „ჩცდ"-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ზოგი ევა გრინს გადარებდათ, ზოგიც ჯულია რობერტს.  თქვენ თუ ხედავთ მსგავსებას?


- ვაიმე, იცით, რა არის,  ჯულია რობერტს არა. ევა გრინზე ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ ძალიან ვგავარ. მაგრამ სიმართლე გითხართ, ევა გრინსა და ჩემს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ. ვთვლი, რომ ევა გრინი ჩემზე ბევრად უფრო ლამაზია.


- სერიალში ბარბარე უნდათ, რომ მაქსიმეს გაურიგონ. შედგება თუ არა თქვენს შორის ურთიერთობა?


- ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს რომ მაქსიმე გაიცნობს. მაქსიმე ძალიან საინტერესო გმირია.


- ყველამ დადებითად მიიღო თქვენი პერსონაჟი, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებოდათ. როგორ შეხვდით საზოგადოების რეაქციებს?


- სიმართლე რომ გითხრათ, ვაგრძელებ აბსოლუტურად ჩვეულებრივ ცხოვრებას, როგორც აქამდე ვცხოვრობდი, დიდად ცვლილებება არ იგრძნობა. თუმცა ძალიან სასიამოვნოა ყველა ის დადებითი კომენტარი, რასაც ვკითხულობ და როგორც ყველა გოგოს, მეც მახარებს და თავდაჯერებულობას მმატებს.


- ოჯახის წევრები და მეგობრები შენს ახალ ამპლუას როგორ შეხვდნენ?


- ძალიან კარგად. გაუხარდათ, რადგან  „ჩემი ცოლის დაქალებს" ყველანი პირველი სერიიდან ვუყურებთ. ვთვლით, რომ ეს გახდა სოციალური პროექტი და  არა უბრალოდ სერიალი. ოჯახის წევრები მეხუმრებიან და ერთობიან ჩემი ყურებით, რადგან ჩემს სამსახიობო კარიერას სერიოზულად არ აღიქვამენ.


- მომავალში თუ გექნებათ შემოთავაზება, დათანხმდებით?


-  მე არ ვარ მსახიობი, შესაბამისად, არ ვიცი. ჯერ მხოლოდ ერთ სერიაში გამოვჩნდი და ამაზე არ მიფიქრია.


- თქვენს პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით ცოტა რამ?


- სიმართლე გითხრათ, პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ბარბარეს მსგავსად მეც ჯერჯერობით მარტო ვარ.


- მარტო ვარო, ახსენეთ და გკითხავთ, როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ გათხოვდით?


- მე და ირაკლი რეხვიაშვილი 2 წელია, რაც ერთმანეთს გავშორდით.


- განშორების პერიოდი რთული არ იყო?


-  არა, ნამდვილად არა. არ მინდა პირად საკითხებზე საუბარი, თან ძალიან ადრე იყო ეს ყველაფერი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი