logo_geo
ოთარ დანელია: ჩემთვის მაჟორიტარი დეპუტატობა განსაკუთრებულია
- +

1 დეკემბერი. 2016. 18:08


 

„ქართული ოცნების" წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში მაჟორიტარი დეპუტატის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს თანამდებობა მინისტრობაზე არანაკლები პასუხისმგებლობაა.

 

„ჩემთვის ეს ამპლუა განსაკუთრებულია, რადგან მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ეს ჩემთვის გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა. ერთია, იყო აღმასრულებელი ორგანოს წევრი და მეორეა, იყო ხალხის მიერ არჩეული და მანდატმინიჭებული.

 

ვთვლი, ეს პასუხისმგებლობა ნამდვილად არ ჩამოუვარდება მინისტრის პოზიციას. ახლა უშუალოდ იმ ადამიანების წინაშე ვარ პასუხისმგებელი, რომელთაც ამირჩიეს და თავიანთი მანდატი მომანდეს", - აღნიშნა „ქართული ოცნების" წევრმა.

 

აქვე დანელია მაჟორიტარული არჩევნების შესახებაც საუბრობს. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მაჟორიტარი დეპუტატია, მსგავსი ტიპის არჩევნები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


„მაჟორიტარული წესით არჩეული ვარ და, ამდენად, ჩემთვის მაჟორიტარული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, ადამიანები ანგარიშვალდებულებას ერთიორად გრძნობენ იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც ის აირჩიეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი