logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ეს იყო მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა!...
- +

21 ივნისი. 2017. 15:27

 

 

ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გააქტიურდა კამპანია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ, განსაკუთრებით „ბირჟა მაფიას" წევრების დაპატიმრების შემდეგ, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. გაჩნდა ბრალდებები შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართაც. აღნიშნულ საკითხზე და გაჩენილ ბრალდებებზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ისაუბრა.


ორი ადამიანის დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით გახდა ნარკოტიკების ლიბერალიზაციისა თუ დეკრიმინალიზაციის მომხრეთა და ცალკეული პოლიტიკური ძალების აქტიურობის მიზეზი, რომელთაც, ასევე, საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვთ... თუკი შესაბამისი კანონმდებლობა იქნება, ბუნებრივია, შსს იმოქმედებს ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი.

 

რაც შეეხებაჩადებებს", პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე კომენტარისგან თავს შევიკავებმაგრამ ერთი რამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახე: ამ აქციების დროს და შემდეგაც ისევ გამოჩნდნენ ის ადამიანები ან მათი ახლობლები და ოჯახის წევრები, რომელთაც აქამდეც არაერთი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. დანაშაულთან მათი კავშირის შესახებ საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის და რა ხდება? ეს ადამიანებიც აპელირებენ იმით, რომ მათ ჩაუდეს". ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. საერთოდ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ დამნაშავეები, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ხშირად მიმართავენ ინსინუაციებს, ცდილობენ, მოძალადიდანმსხვერპლად" იქცნენსაბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და მიმაჩნია, რომ ამაზე ყველანი უნდა დავფიქრდეთ...

 

რაც შეეხება „ბირჟა მაფიას" კლიპს, ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა. ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული ფიგურის გაშარჟება, ეს იყო განზოგადებულად - მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა. პოლიცია კი არის ის, რაზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას და სადაც ბევრი, საქმისა და ქვეყნისადმი თავდადებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს

 

მე პირადად როცა ეს კლიპი ვნახე, შემრცხვა პატარა ოთო მარგიშვილის, რომლის მამაც კრიმინალთან ბრძოლას შეეწირა, შემრცხვა პატარა ანი ქორიშვილის, მამასავით ცისფერთვალება გოგოსი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი მამა გმირია. და ეს ადამიანები, პოლიციელები, მართლა გმირები არიან. ეს არაერთგზის მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი