logo_geo
გიგა ბუკია: ასეთი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება გამოიტანა პაპუაშვილის სასამართლომ...
- +

21 ივნისი. 2017. 18:21

 

 

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ორგანიზებულმა ჯგუფებმა, მასმედიის დახმარებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით საწადელს მაინც მიაღწიეს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ თითქოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოახდინა.

 

 

„დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით 2 წლის წინათ მიიღო გამაოგნებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 70 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის არ შეიძლება აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა იქნას გამოყენებული. სიგარეტის ღერებზე რომ გადავიყვანოთ, 70 გრამი თუთუნით შეზავებული, გამომშრალი მარიხუანა - ეს არის 150-200 სიგარეტის ღერი. დიახ, წარმოიდგინეთ - ადამიანს შეუძლია, ჯიბეში ჩაიდოს მარიხუანით გატენილი 150-200 ღერი, იაროს ქუჩაში და პოლიციამ დღეში ხუთჯერაც რომ დააკავოს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ვერ მიუსჯის. აი, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება გამოიტანა პაპუაშვილის სასამართლომ და დღეს ჩვენ იძულებული ვართ, ამას დავეთანხმოთ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება და აღსასრულებლად სავალდებულოა“, - განაცხადა გიგა ბუკიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი