logo_geo
რატომ ვერ დაესწრო შვილის დაბადებას ერეკლე ბადურაშვილი?
- +

22 ივნისი. 2017. 14:18



რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი თავისი ცხოვრების განვლილ გზაზე „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს. რეჟისორის პროფესიის დაუფლების პერიოდში მას ჯარში წასვლა მოუწია. რამ მიიყვანა ფსიქიატრიულამდე რეჟისორი, ვინ დაარქვა მის ქალიშვილს როლანდი, რატომ ვერ დაესწრო შვილის დაბადებას, ამ კითხვებს თავად გასცემს პასუხს.


მომივიდა ჯარი და შეიქმნაერთი ქართული ისტორია". არ ვიცი, რატომ გამომკეტეს ფსიქიატრიულში. არ ვემორჩილებოდი სისტემას და, ალბათ, ამიტომ... საქორწინო ბეჭედი მეკეთა. მოიხსენიო, კაპიტანმა მითხრა. უარი ვუთხარი... მაშინ მამაჩემი დაჭერილი იყო. ზემოქმედება რომ მოეხდინათ მამაზე, შვილებს უჩაგრავდნენ. უფრო სწორედ, უნდოდათ, დაეჩაგრათ. ამას მიეძღვნა ზუსტად ჩემი ფილმიც - „ერთი ქართული ისტორია". მე რომ ჩამოვედი, ჩემი ძმა, გია დაიჭირეს. თავიდან ჯარში წავედი ჩვეულებრივად, როგორც სხვები მიდიოდნენ. ცხინვალში ვიყავი. იქიდან ბაქოში გადამიყვანეს. ბაქოში ვერ გავუძელი წნეხს. იქ ჩმორი უნდა ყოფილიყავი. შეურაცხყოფა მივაყენე კაპიტანს 200 კაცის თანდასწრებით. გამომკეტეს ფსიქიატრიულში, ვითომ ჩემს ნერვებს იკვლევდნენ. სინამდვილეში ჩემი ჯარში წასვლა არ შეიძლებოდა. ავლიპ ზურაბაშვილმა დადო დასკვნა, რომ არ ვიყავი ჯანმრთელი, ამ მხრივ. უბრალოდ, მამამ მთხოვა, აუცილებელი იყო, თანამდებობაზე მყოფი კაცის შვილი ჯარში ნამყოფი უნდა ყოფილიყო. მამას გამო წავედი.

 

იყვნენ ცხინვალში ქართველი ბიჭები, მაგრამ იქიდან სხვაგან გადამისროლეს... შეურაცხყოფას გაყენებენ, გთრგუნავენ, თუ დაემორჩილე, ჩმორი გახდები. გამოცდა იყო ერთგვარი. ბეწვის ხიდზე გადიხარ. შუა აზიაში რომ გადამაფრინეს, იქ გავიგე, რომ ავღანეთისთვის ვიყავით განწირულები. უბრალოდ, გაგვიმართლა, მატარებელს დააგვიანდა და ეს ნაწილი უკვე წაყვანილი ჰყავდათ. ბედი გქონიაო, ერთმა სომეხმა მითხრა. მიზანი ეს იყო, ქართველი ბიჭები ბევრი გაისტუმრეს ასე იმ ქვეყნად

 

ბაქოში ვიყავი, რომ დამიძახეს, რაღაცას გეტყვით და არ შეიმჩნიოო. კი, ბატონო მეთქი-დავეთანხმე. გოგო შეგეძინათო. რა დაარქვეს-მეთქი, ვკითხე... როლანდიო, მიპასუხა. როგორ გინდა, არ შეიმჩნიო. ჩემთვის ვფიქრობ, მამაჩემს თემო ჰქვია, თემოც რომ დაერქმიათ, რა უბედურებაა, ქალი დაიბადა. ეს არ არის ქალის სახელი-მეთქი, ვუთხარი. რა ვიცი, რაღაც ეგეთი ჰქვიაო, მიპასუხა და წავიდა



მე - შინელში, ნინი საფენებში გახვეული ჩემს ყოფილ მეუღლეს, ეკას ეკავა ხელში. ერთი თვისაც არ იყო. ორი დღე მოგვიწია ერთად ყოფნამ. მერე ისევ ბაქოში დამაბრუნეს", - აღნიშნა ერეკლე ბადურაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი