logo_geo
ირაკლი მაქაცარია: არ მინდა ასეთმა კომენტარებმა იმოქმედოს ჩვენს მეგობრობაზე
- +

22 ივნისი. 2017. 14:24



ძალიან რთული პროექტია, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად... არ ვარ სუსტი ადამიანი, მაგრამ მართალი გითხრათ, გამიჭირდა  უძილობა, ნერვიულობა, სტრესი...", - ამ თემაზე „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ირაკლი მაქაცარიამ ისაუბრა. პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მას სალომე ჭაჭუასთან ერთად უწევს ცეკვა და როგორც თავად ამბობს, ამაში ძალიან გაუმართლა, რაშიც ბოლო ლაივებზე დაწერილი ქულებიც გვარწმუნებს. ჟიურის დადებით შეფასებებთან ერთად თანდათან იზრდება მაყურებლის სიმპათია და ინტერესი წყვილის მიმართ.


ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ სხვა წყვილების გულშემატკივრები და აგრესიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ჩვენ მიმართ. ეს ძირითადად სოციალურ ქსელში ხდება და გულდასაწყვეტია. ჩვენ ყველა წყვილთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა ასეთმა კომენტარებმა იმოქმედოს ჩვენს მეგობრობაზე.

 

ბევრი ამბობდა, რომ ცუდი ხასიათი აქვს სალომეს, მკაცრია. ისინი, ალბათ, არ იცნობენ მა. მომთხოვნი არის, ოღონდ ზომიერად. თუ აკეთებს, აკეთებს ბოლომდე, თუ არ აყევი და გეზარება, სალომე კი არა, ნებისმიერი გახდება მკაცრი



ეს პროექტი ჩემთვის სალომესთან ასოცირდებოდა. პირველი სეზონიდან აქ არის და იმაზე ლაპარაკი, როგორი მოცეკვავეა, მგონი, უკვე სირცხვილიც არის... მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სალომეს არ ვიცნობდი, როცა მასთან დამაყენეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უცხოსთან არ ვიდექი. პასუხისმგებლობაც და რისკიც დიდია. ვიღაცები მეუბნებოდნენ, აწყობილი გაქვს ცხოვრებაო, სალომესთან თუ ცეკვავ, შეგიძლია, იარო, ცეკვაც არ დაგჭირდებაო. მე ასე არ ვფიქრობ. სწორედ იმიტომ, რომ ძალიან მაგარი მოცეკვავის გვერდით დგახარ, მაქსიმუმი უნდა გააკეთო, რომ მის გვერდით არ დაიჩრდილო. სხვის ხარჯზე არაფრის კეთება არ მიყვარს. ორჯერ მეტი უნდა გააკეთოს სალომეს პარტნიორმა იმისთვის, რომ მიუახლოვდეს მაინც



თავს ვერ მოვიტყუებ და ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვება ჯიბეში გვაქვს. ძალიან ღირსეული კონკურენტები გვყავს, იგივე გიორგი ბახუტაშვილი და ჯულიანა, რომლებიც თავიდანვე გამოირჩეოდნენ.

 

ცეკვა თავიდან ბოლომდე ინტიმია. თუ გინდა, ბოლომდე გადმოსცე ემოცია, რომანტიკაც უნდა ჩადო ამ ყველაფერში, ვნებაც და ყველაფერი, რაც იმ კონკრეტულ ცეკვას სჭირდება. მე და სალომე ვართ მეგობრები და სხვა მიმართულებით არანაირი ფიქრი არ გვაქვს", - ამბობს ირაკლი მაქაცარია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი