logo_geo
არჩილ გამზარდია: „ნაციონალური მოძრაობა“ ნიმუშია, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტია
- +

2 დეკემბერი. 2016. 12:22



„ძალიან დასანანია, როცა ჩვენ ვართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობაა", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ რჩება ძალად, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტია. 

 

 

„იმედი, რომ იქნებ ოდნავ ელფერშეცვლილ „ნაციონალურ მოძრაობას" რაღაც გარკვეული საინტერესო ოპონირება გაეწია ხელისუფლებისთვის, ფუჭი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ვერაფერ მსგავსს ვერ ვხედავ და პირიქით, მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ მყარად რჩება ისეთ ოპოზიციურ ძალად, რომელიც ნიმუშია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მისგან მუდმივი პოლიტიკური დემაგოგია გვესმის. „ნაციონალური მოძრაობის" თითოეული გამოსვლა „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, იმიტომ, რომ მთელი ტექსტები გადაიფარება „ნაციონალური მოძრაობის" დემაგოგიაზე პასუხებით. ეს არის პარტია, რომელიც მარგინალიზებულია ამომრჩეველში და საზოგადოებაში და პრაქტიკულად მთელი „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ოპონირების რეჟიმშია. საპასუხო რეჟიმის პროცესში მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ლაპარაკობენ და არსებით თემებზე არ ლაპარაკობენ. ყველანაირი უმსგავსობა, რაც კი შეიძლება ხელისუფლებას ოდესმე მოუნდეს, რომ ჩაიდინოს, ან შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვას, ან ყველაფერი შეიძლება გაუვიდეს ხელისუფლებას იმ რეჟიმში, რომ მას მთავარ ოპოზიციაში პოლიტიკური დემაგოგიით გატენილი „ნაციონალური მოძრაობა" ჰყავს. ამ ფონზე კი „ქართული ოცნება" ბევრად უფრო მისაღები ხდება. ყოველ ასეთ გამოხდომას „ქართული ოცნება" პასუხობს მშვიდად, აკადემიური დიპლომატიით, რომელიც ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სულ არაა სასურველი, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემების წამოწევას ველოდები", - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი