logo_geo
პეტრე მამრაძე: 2008 წელს სააკაშვილმა იმოქმედა, როგორც პუტინის მანიპულირებულმა ადამიანმა
- +

2 დეკემბერი. 2016. 12:22



„2008 წელს სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, როცა დასავლეთის პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთხმად აცხადებდნენ, რომ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, პუტინის დავალება შეასრულა (მე ყველას ვახსენებ ხოლმე, რომ სააკაშვილი არის „კაგებეს" ჯარების ეფრეიტორი, პუტინი კი - „კაგებეს" პოლკოვნიკი) თავისი შედეგით მიხეილ სააკაშვილმა იმოქმედა, როგორც პოლკოვნიკ პუტინის მანიპულირებულმა ადამიანმა", - აცხადებს „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში.


„შეგნებულად თუ შეუგნებლად, სხვა საქმეა. 2008 წელს დადგა ეს შედეგი, როცა რუსეთის სამხედრო ბაზები დადგა როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში. აქ შედის მძიმე ტექნიკა, ტანკები, არტილერია და რაკეტები, რომლებიც ფარავს არა მარტო მთელ საქართველოს, არამედ გაცილებით მეტ ტერიტორიას. როდესაც რუსეთის ტანკები დგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, ამის შემდეგ რაღაც ნიუანსებზე ლაპარაკი სერიოზული არ არის", - აცხადებს პეტრე მამრაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი