logo_geo
ვასო ურუშაძე: მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა!
- +

16 ნოემბერი. 2016. 13:07


ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2018 წლის პირველი იანვრიდან განახლდება. ექსპერტების ვარაუდით, რეფორმა ეკოლოგიისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, შეამცირებს ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევას და ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ავარიების რიცხვის კლებასაც უზრუნველყოფს. ექსპერტები მსგავსი პროგნოზის დროს საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობიან, რადგან საქართველოში ჯერ საფუძვლიანი კვლევა, რომელიც ავტომანქანის გაუმართაობასა და ავარიას შორის კავშირს აჩვენებს, არ არსებობს, არც ის ვიცით, კონკრეტულად რა გზებით უზრუნველყოფს ტექდათვალიერება ჰაერში მავნე ნივთიერებების კონტროლს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველწლიურად გადის გეგმურ შემოწმებას.


„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ქმედითი მექანიზმი არ აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება რეგულაციის გარეშე მოძრაობს. ცოტამ თუ იცის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი, ანუ ე.წ. ყვითელი ავტობუსები ყოველწლიურად გეგმურ ტექნიკურ შემოწმებას გადიან", - წერს გამოცემა.


„პრაიმტაიმი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ეკო ტრანსპორტის ცენტრის" დირექტორს ვასო ურუშაძეს ესაუბრა. ურუშაძის თქმით, არსებობს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, მაგრამ მისი თქმით, ეს მხოლოდ ფორმალობაა.

 

„ძალიან ბევრს არ აქვს ინფორმაცია, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა. ეს არის ყოველწლიური, არ გაუქმებულა, დღემდე არსებობს და სავალდებულოა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელსაც 8 მგზავრზე მეტი გადაჰყავს: მიკროავტობუსები, ავტობუსები და 3,5 ტონაზე მეტი ტვირთი გადააქვს. თუ დავაკვირდებით თბილისში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტს, ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, მივხვდებით, რომ ეს შემოწმება ფორმალობაა. ეს ტრანსპორტი რეალურად წლებია გადის ტექნიკურ დათვალიერებას, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ავტობუსები ტექნიკურ დათვალიერებას არ ექვემდებარებიან, არც ეკოლოგიური და არც მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით", - აცხადებს ვასო ურუშაძე.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი