logo_geo
ლალი ბადრიძე: უნდა შევძლოთ მივიღოთ რეალობა და დავტკბეთ მისით!
- +

8 ოქტომბერი. 2023. 13:52

 

 

დღევანდელ სტრესულ სამყაროში, რთულია, ადამიანმა მოახერხოს მოვლენების პოზიტიურად აღქმა. ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე
გვიხსნის, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, თავად გახდნენ საკუთარი თავის  ფსიქოლოგები და თერაპევტები და როგორ უნდა მოახერხონ, ყველაზე რთულ დღეებშიც კი, არ დაკარგონ მომავლის იმედი და სამყაროში სიკეთის, სილამაზისა და მოვლენების პოზიტიურად აღქმის უნარი.

 

„განვიხილოთ  რამდენიმე გზა, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ საკუთარ თავი: განსაზღვრეთ თქვენი ღირებულებები: რწმენა, შეხედულებები, იდეალები თუ ეთიკური სტანდარტები, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების სტილს. ისინი განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას და გავლენას ახდენენ  გადაწყვეტილებებზე, ეს კი თავის მხრივ განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას. ყურადღება მიაქციეთ ემოციებს. ხშირად ჩვენ ვაიგნორებთ ან ვთრგუნავთ ემოციებს, მაგრამ მათ შეუძლიათ ბევრი რამ თქვან იმაზე, თუ ვინ ვართ და რა გვინდა. ხანდახან  შეჩერდით ერთი წამით, დააკვირდით, რას გრძნობთ... მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ყველა თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეებით. იყავით მადლიერნი და დააფასეთ ის, რაც გაქვთ. ყველაზე რთულ დღეებში კი, გვახსოვდეს, რომ ის, რაც ხდება ახლა, ხდება იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, თუმცა, უმეტესად  ამას ვერ ვაცნობიერებთ. უნდა შევძლოთ ვიცხოვროთ აქ და ახალა, დავინახოთ, შევიგრძნოთ, მივიღოთ და დავტკბეთ რეალობით, დავინახოთ მასში სხვადასხვა მხარე (როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი). უნდა გქონდეს მომავლის იმედი... ეს ცხოვრებას სასწაულად აქცევს!“ - ამბობს ლალი ბადრიძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=215867

 

big_banner
არქივი