logo_geo
ზაზა შათირიშვილი: უსუფაშვილი ვერ გაერკვა ერთ რაღაცაში...
- +

30 ივნისი. 2017. 13:29



ფილოსოფოსმა და ექსპერტმა ზაზა შათირიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. მან გააკრიტიკა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მუშაობა, ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.


როგორც ჩანს, პრობლემა არის სწორედ ის, რომ უსუფაშვილი ვერ გაერკვა ერთ რაღაცაში - პოლიტიკოსი უნდა ასრულებდეს საკუთარი ხალხის ნებას და არ უნდა იყურებოდეს გარე კონიუნქტურაზე. სამწუხაროდ, ამაში მას დაეხმარა რამდენიმე ათეული პოლიტიკოსიც. 


ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კრიტიკა გასაგებია, რადგან ისინი არასდროს აქცევდნენ ხალხს ყურადღებას. პირიქით, მათ უყურებდნენ, როგორც ბნელ მასას, ამიტომ ეს აბსოლუტურად გასაგებია. სხვა პარტიებს რაც შეეხება, უდიდესი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი იყო და ახლაც ერთ ორბიტაში არიან, ასე რომ, აქ გასაკვირი არაფერია

 

არასამთავრობოების პოზიცია ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ წინა პარლამენტის დროს, როცა ხდებოდა ცვლილებები, არაფერი გააკეთეს. ეს ძალიან საინტერესოა. თუმცა საბოლოოდ, ესეც არ არის გასაკვირი, რადგან ისინი არიან წარმონაქმნები, რომლებსაც ჩვენ ხალხთან მაინცდამაინც დიდი კავშირი არ აქვთ", - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი