logo_geo
მეგი გოცირიძე: გიგი უგულავა ცოტა ხანში იტყვის, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ვიყავიო
- +

4 ივლისი. 2017. 15:55


 

ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მეგი გიცირიძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ხალხს ატყუებდნენ, რომ მიშა სააკაშვილი იდგა „ვეროპული საქართველოს" უკან და თავიანთ ყრილობაზეც ასე მოტყუებით მიიყვანეს ხალხი.

 

„ეს ტყუილები აღარ გამოუვათ. ამას თავადაც ხვდებიან და ამიტომაც გვებრძვიან ასე გამწარებულები. იმ 9 წლის განმავლობაში მაგათ ეკავათ წამყვანი პოსტები. მიშა საგარეო ფრონტზე დარბოდა და ქვეყანაში თუ რამე ცუდი ხდებოდა, სულ ამათი დამსახურებაა. ეს რატომღაც არავის ახსოვს, მათ შორის, არც ოპოზიციას. გიგი უგულავა კი ძალიან შორს წავიდა. ცოტა ხანში ალბათ იმასაც იტყვის, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ვიყავიო. გიგა ბოკერია ჭკვიანია. მის სათქმელს თამარ ჩერგოლეიშვილი ახმოვანებს. აქამდე მიშას ლანძღავდნენ, ახლა ზაალ უდუმაშვილს მიახტნენ ერთობლივად. მას წარსულში ჩარჩენილი უწოდეს. განა ზაალ უდუმაშვილი და კოტე იოსელიანი წარსულია და ხათუნა გოგორიშვილი მომავალი? ან კიდევ მიშა მაჭავარიანი, ინტრიგების ხლართვის დიდოსტატი რომ გახდა...", - აცხადებს მეგი გოცირიძე.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი