logo_geo
ია მეტრეველი: კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს
- +

6 ივლისი. 2017. 16:40



ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი თბილისის მერობის კანდიდატებზე საუბრობს. როგორც იგი აღნიშნავს, კახა კალაძე უპირობო ლიდერია და მას კონკურენტები არ ჰყავს. მისი თქმით, ყველა სხვა კანდიდატი „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.


„დასახელებულ კანდიდატებთან შედარებით, კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ყველა სხვა კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდანაა", რაც ჩემთვის მიუღებელია. საერთოდაც, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან მათი კანდიდატები. არაფერ შუაში არ არიან თბილისის მერობასთან. ამას გარდა, კახა არის ახალგაზრდა, ენერგიით სავსე, ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც თავისი შრომით ძალიან დიდი წარმატებას მიაღწია და მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილებაც და შანსიც, რომ გახდეს ქალაქის პატრონი და ღირსეულად მიხედოს მას. მე ამის იმედი მაქვს", - ამბობს ია მეტრეველი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი