logo_geo
ილია მეორე: ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები
- +

29 ოქტომბერი. 2017. 14:01


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ საზოგადოებამ ბავშვების აღზრდას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მისი თქმით, ის ბავშვებს მომავალ შაბათს დალოცავს.


„ყოველმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი გზა და მიზანი უნდა იყოს ცათა სასუფეველი. იცით, რომ ყოველ შაბათს გვაქვს შეხვედრა ჩვენს მორწმუნე ადამიანებთან დილის 10:00 საათზე და 12:00 საათზე არის პარაკლისი და დალოცვა ერისა. მომავალ შაბათს იქნება ბავშვების დალოცვა და საკითხი - როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. ბავშვების აღზრდა ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცხოვრებისა, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები", - ბრძანა პატრიარქმა.


დღესვე საკვირაო ქადაგების შემდეგ უწმინდესმა თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი დალოცა.


 

big_banner
არქივი