logo_geo
ილია მეორე: წმინდა ილია მართლის ლოცვა-კურთხევა შეეწიოს სრულიად საქართველოს
- +

8 ნოემბერი. 2017. 14:39

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ილია ჭავჭავაძის საფლავზე პარაკლისი გადაიხადა.


პატრიარქი დღეს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა, სადაც წმინდა მამა დავითის ტაძარი მოილოცა და წმინდა ილია მართლის საფლავზე პარაკლისი გადაიხადა. უწმინდესი პანთეონში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.


„გილოცავთ წმინდა ილია მართლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - მიმართა პატრიარქმა პარაკლისზე შეკრებილებს.









 

big_banner
არქივი