logo_geo
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

13 ნოემბერი. 2017. 15:14


13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.


დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.


საზეიმო პარაკლისი 17:00 საათზე შესრულდება. მანამდე, 16:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" ორგანიზებით, გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.


ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს თბილისი აიღო. მისი ბრძანებით, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს, სადაც ჯალალ ედ-დინისთვის ტახტი დადგეს. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიყვანეს. თბილისელებს აიძულებდნენ, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ, შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმიდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების წარკვეთით ემუქრებოდნენ. 100 000-მა ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს.


ამ დღეს ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა.


 

big_banner
არქივი