logo_geo
„შემოსეთ გაბრიელი, საკურთხეველში შემოვიდეს და სწიროსო“...
- +

7 დეკემბერი. 2017. 01:33



მამა გაბრიელი ერთხელ დიდხანს იყო უზიარებლობით დასჯილი. სვეტიცხოვლობის დღესასწაულის წინ ის ფეხით წავიდა მცხეთაში მოსალოცად. იმ ღამით სვეტიცხოველში დარჩა და ლოცულობდა. გამთენიის ხანს ჩვენება ნახა: აფრინდა და პირდაპირ სვეტიცხოვლის საკურთხეველში ჩაფრინდა. პატრიარქი იქ იყო და წირავდა. გარს მღვდლები ეხვივნენ. ამ დროს მაცხოვარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შემობრძანდნენ და პატრიარქი შეაჩერეს, მამა გაბრიელზე მიუთითეს და უთხრეს: „მხოლოდ ამისგან შევიწირავთ მსხვერპლსო". ხილვა რომ დასრულდა, ბერი გაბრიელი მიხვდა, რომ უფალმა და ღვთისმშობელმა ნუგეში სცეს. და გაიფიქრა, ხვალ, სვეტიცხოვლობას, ნამდვილად მაზიარებენო.


დილით, წირვის დაწყებამდე, მამა გაბრიელი პატრიარქთან იხმეს. პატრიარქმა მას გაოცებით შეხედა. ჩანდა, მასაც ჰქონდა გამოცხადება... ჰკითხა ბერს: ზიარებისთვის თუ ხარო მზად? მერე მღვდელს დაუძახა: „შემოსეთ გაბრიელი, საკურთხეველში შემოვიდეს და სწიროსო".










 

big_banner
არქივი