logo_geo
ილია მეორე: ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას - თქვენ და საქართველოს
- +

17 დეკემბერი. 2016. 16:12






სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ქადაგებისას მრევლს ბარბარობა მიულოცა.


„დღეს ბარბარობაა, გილოცავთ ყველას. დღეს არის ბედობის დღე. ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას - თქვენ და საქართველოს. დღეს იყო წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წაიკითხოთ ეს ლოცვა თქვენს სახლებში. ბარბარობას ვულოცავ ჩვენს ხელისუფლებას. დალოცვლილი იყავით და მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა. დღეს პირველად დაირეკება ახალი ზარები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა", - ბრძანა ილია მეორემ.


მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი სრულდება. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ესწრება.


ასევე აქ იმყოფებიან ჩოხოსნები და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები.




 

big_banner
არქივი