logo_geo
ილია მეორე: ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის
- +

18 დეკემბერი. 2016. 13:38



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევს მშვიდობიანი მომავალი წელი უსურვა.


„ეს წელიწადი ილევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, მშვიდობისთვის და ინებოს უფალმა, რომ მომავალი წელიც მშვიდობიანი იყოს", - აღნიშნა პატრიარქმა.


საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ რამდენიმე მღვდელმსახური დააჯილდოვა, ასევე ომის ვეტერანები და მათი ოჯახები დალოცა. პატრიარქის თქმით, სწორედ ეს ადამიანები არიან, ვის მხრებზეც გადაიარა საშინელმა ომებმა.


 

big_banner
არქივი